ქ.თბილისის მე-11 საჯარო სკოლა

სსიპ “საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო” აგრძელებს სკოლების რეაბილიტაციას.  ქ. თბილისის მე-11 საჯარო სკოლაში ამჟამად 1120 მოსწავლე სწავლობს. სკოლა წლების მანძილზე ავარიული იყო და მოითხოვდა გადაუდებელ რეაბილიტაციას, რამოდენიმე ფლიგელში სასწავლო პროცესი საერთოდ არ მიმდინარეობდა. 2013-2015 წლებში მე-11 სკოლას ჩაუტარდა გამაგრებითი სამუშაოები, მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა, გაკეთდა ბიბლიოთეკა და კომპიუტერული ოთახი, რომელიც აღიჭურვა საჭირო ინვენტარით, მოეწყო სააქტო დარბაზი, გაკეთდა შიდა კიბეები, მოეწყო რესურს ოთახი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, სადაც მათთან იმუშავებს სპეცმასწავლებელი. ამ ეტაპზე სკოლის სამ სართულზე მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები საკლასო ოთახებსა და დერეფნებში. ახალის სასწავლო წლისათვის სკოლის რეაბილიტაცი მთლიანად დასრულდება.