მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია!

ქ.ბათუმში კომაროვის სკოლა აშენდება

ქალაქ ბათუმში ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის  ფილიალი აშენდება. 250 მოსწავლეზე გათვლილ, სამ სართულიან თანამედროვე ტიპის შენობაში თავმოყრილი იქნება როგორც საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ასევე ბიბლიოთეკა, სააქტო დარბაზი,  ექიმის კაბინეტი და სასადილო. სკოლაში იფუნქციონირებს სპორტული დარბაზი და გარე სპორტული მოედანი.

 აღსანიშნავია, რომ სკოლის ტერიტორიაზე ასევე აშენდება თანამედროვე ტიპის, 100 მოსწავლეზე გათვლილი საცხოვრებელი კამპუსი. მშენებლობის პროცესში გამოყენებულ იქნება ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალა.

   სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ გამოცხადდა  ელექტრონული ტენდერი აღნიშნული სკოლის დეტალური პროექტის მომზადებისა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე.  შესყიდვის სავარაუდო  ღირებულება განისაზღვრება  12`935`915.00 ლარით.