მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია!

ქალაქ ოზურგეთში ინოვაციური ცენტრი შენდება

ქალაქ ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე ინოვაციების ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაო პროცესს სსიპ “საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს” დირექტორი დავით ფარცვანია განათლების, მეცნიერების, კულტურისა სპორტის მინისტრის მოადგილესთან, თამარ ქიტიაშვილთან ერთად გაეცნო.ერთსართულიან შენობაში ოთახები პანორამული ხედებით იქნება განლაგებული. სასწავლო ცენტრის მშენებლობა მოიცავს საკონფერენციო დარბაზს, ჰოლს, როგორც დახურული ისე ღია სამუშაო სივრცეს, სასწავლო და კომპიუტერის ოთახებს, ტექნიკურ ოთახებს, მინი ფაბრიკის ლაბორატორიას და გამწვანებულ შიდა ეზოს. ინოვაციური ცენტრის ტერიტორიაზე მოეწყობა სპორტული მოედანი. სკოლის ტერიტორიაზე ინოვაციების ცენტრის ამოქმედება გურიის ახალგაზრდობას სწავლის, თავისუფალი დროის გონივრულად გამოყენების და თანამედროვე ტექნოლოგიების დაუფლების საშუალებას მისცემს.