მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია!

ქალაქ მარნეულში პროფესიული სასწავლებელი აშენდება

ქალაქ მარნეულში პროფესიული სასწავლებელი აშენდება. სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგეტომ პროფესიული სასწავლებლის სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა, ღირებულებით  5`061`390.00 ლარი.  სამ  სართულიანი თანამედროვე ტიპის შენობაში თავმოყრილი იქნება   თეორიული   სწავლების აუდიტორიები, საკონფერენციო დარბაზი,   ბიბლიოთეკა, ლიფტი და ადაპტირებული სველი წერტილები. შენობა აღჭურვილი იქნება გათბობა-გაგრილებისა და ვენტილაციის ცენტრალური სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს წლის ნებისმიერ დროს სწავლისთვის საჭირო კლიმატის შექმნას.

 გარდა სასწავლო კორპუსისა, სასწავლებლის ეზოში განთავსდება ღია სპორტული მოედანი, რომელიც ასევე უახლესი ტექნოლოგიით დამზადებული მასალებით იქნება შესრულებული. ეზოში მოეწყობა გამწვანებული გაზონები, მოსასვენებელი სკამები, ტრენაჟორებით აღჭურვილი სავარჯიშო სივრცე, მოასფალტებული გზები და ავტოსადგომი.