მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია!

ქალაქ მარნეულის პროფესიული კოლეჯი

მარნეულში პროფესიული სასწავლებლის სამშენებლო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და სექტემბრის ბოლოს დასრულდება. მარნეულის პროფესიული სასწავლებელის სამსართულიანი შენობა გათვლილია 150 სტუდენტზე.  თანამედროვე ტიპის შენობაში თავმოყრილი იქნება   თეორიული   სწავლების აუდიტორიები, საკონფერენციო დარბაზი,   ბიბლიოთეკა, ლიფტი და ადაპტირებული სველი წერტილები. შენობა აღჭურვილი იქნება გათბობა-გაგრილებისა და ვენტილაციის ცენტრალური სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს წლის ნებისმიერ დროს სწავლისთვის საჭირო კლიმატის შექმნას.  პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 4 680 122.96 ლარია. გარდა სასწავლო კორპუსისა, სასწავლებლის ეზოში განთავსდება ღია სპორტული მოედანი, რომელიც ასევე უახლესი ტექნოლოგიით დამზადებული მასალებით იქნება შესრულებული. ეზოში მოეწყობა გამწვანებული გაზონები, მოსასვენებელი სკამები, ტრენაჟორებით აღჭურვილი სავარჯიშო სივრცე, მოასფალტებული გზები და ავტოსადგომი.

თანამედროვე სტანდარტებით აშენებული კოლეჯი მარნეულისა და მისი მეზობელი მუნიციპალიტეტების საჭიროებების გათვალისწინებით, ძირითადად სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ პროფესიულ საგანმანათლებლო და მომზადება-გადამზადების პროგრამებს განახორციელებს. ამასთან, ადგილობრივი ბიზნესის ჩართულობით დაინერგება დუალური პროგრამებიც.