მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია!

ქალაქ თბილისის N86 საჯარო სკოლის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ გამოცხადდა  ელექტრონული ტენდერი (NAT190018884)  ქალაქ თბილისის N86 საჯარო სკოლის პროექტირებისა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე.  შესყიდვის სავარაუდო  ღირებულება განისაზღვრება  11`745`628.00 ლარით.

წინადადებების მიღება იწყება 2019 წლის 13 ოქტომბერს  და მთავრდება 2019 წლის 18 ოქტომბერს   17:30 საათზე.  დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაწვრილებითი ინფორმაცია მიიღონ სახელმწიფო შესყიდვების ვებ-გვერდზე- http://procurement.gov.ge/