მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია!

ქალაქ თბილისის N21 საჯარო სკოლაში სარეაბილიაციო სამუშაოები დასრულდა

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ზოგადი განათლების რეფორმის ხელშეწყობის პროგრამის ქვეპროგრამის, ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში ახორციელებს საჯარო სკოლების რეაბილიტაციას. სარემონტო სამუშაოები დასრულდა თბილისის N21 საჯარო სკოლაში, რომელიც მოიცავდა საკლასო ოთახების რეაბილიტაციას, სადაც დამონტაჟდა მაღალი ხარისხის მდფ-ის კარები, ჩატარდა სამღებრო სამუშაოები, შეიცვალა იატაკი, ჭერში დამონტაჟდა თანამედროვე, ეკონომიური და უსაფრთხო ლედ განათება, შეიცვალა ელექტროობა, მოეწყო ადაპტირებული სველი წერტილები. სკოლაში ფუნქციონირებს ახლად რეაბილიტირებული 523 კვმ სპორტული დარბაზი. რეაბილიტაციის პროცესში გამოყენებულ იქნა ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალები.