მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია!

ქალაქ თბილისის N177 საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დასრულდა

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო, უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას მთელი საქართველოს მასშტაბით. ევრო სტანდარტების მიხედვით გარემონტდა ქალაქ თბილისის N177 საჯარო სკოლა. სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა საკლასო ოთახებს და მესამე სართულის იატაკს. გარემონტდა სკოლის სპორტული დარბაზი და დამხმარე ოთახები.  სკოლაში სრულად გამოიცვალა ელექტროობა და საკლასო ოთახების კარები.
რეაბილიტაციის ფარგლებში სკოლაში გამოიცვალა სარინელი და მოეწყო ღია სპორტული მოედანი. პროექტის სახელშეკრულებო თანხა 544 295 ლარია.