მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია!

ქალაქ თბილისის N156 საჯარო სკოლა

ქალაქ თბილისის №156-ე საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. სარემონტო სამუშაოების დაწყების პროცესს დღეს ადგილზე გაეცნო სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზვიად როსტომაშვილი, თბილისის საკრებულოს თავმჯდმარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ზარქუა,  სამგორის რაიონის მაჟორიტარი პარლამენტის წევრი  შოთა ხაბარელი და სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე. სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად მოწესრიგდება როგორც საგანმანათლებლო, ასევე სპორტული სივრცეც. სამუშაოები, განხორციელდება სკოლის სამივე სართულზე და მოიცავს საკლასო ოთახებს, დერეფნებს, კიბის უჯრედებს და სველ წერტილებს. საკლასო ოთახებში დამონტაჟდება ეკონომიური და უსაფრთხო ლედ განათება, მაღალი ხარისხის მდფ-ის კარებები, ჩატარდება სამღებრო სამუშაოები და შეიცვლება იატაკი. რეაბილიტაციის პროცესში გამოყენებულ იქნება ეკოლოგიურად სუფთა, ბიოლოგიური სამშენებლო მასალა.