მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია!

ქალაქ თბილისის N156 საჯარო სკოლის მოსწავლეები სწავლას განახლებულ გარემოში აგრძელებენ

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ სარემონტო სამუშაოები დაასრულა ქალაქ თბილისის N156 საჯარო სკოლაში.
სკოლის მოსწავლეები სწავლას, ახალ თანამედროვე სასწავლო გარემოში აგრძელებენ. პროექტის ფარგლებში განხორციელდა სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაცია. სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა საკლასო ოთახებს, სპორტულ დარბაზს და დერეფნებს. გამოიცვალა ელექტროობა და საკლასო ოთახების კარები. სკოლაში გარემონტდა სველი წერტილები, ცენტრალური გათბობა. სკოლის შენობაში დამონტაჟდა ლიფტი. რეაბილიტაციის პროცესში გამოყენებული იქნა ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალა.