მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია!

ქალაქ თბილისის N147 საჯარო სკოლაში სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

პროექტს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს და მისი ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტია.

სააგენტოს დირექტორი ლევან სუხიტაშვილი მიმდინარე სამშენებლო პროცესს ადგილზე გაეცნო. თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სკოლაში ყველა პირობა იქნება შექმნილი, რათა მოსწავლეებმა სრულყოფილი განათლება მიიღონ.

პროექტის ფარგლებში გარემონტდება საკლასო ოთახები, დერეფნები, სველი წერტილები.

შენობა ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, მოეწყობა პანდუსი, ადაპტირებული სველი წერტილები და დამონტაჟდება ლიფტი.

გარემონტდება სააქტო და სპორტული დარბაზები, ბიბლიოთეკა, საბუნებისმეტყველო კლას-კაბინეტები და სამედიცინო ოთახი.

პროექტით ასევე გათვალისწინებულია ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მოწყობა და სკოლის ტერიტორიის კეთილმოწყობა.

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო

აგრძელებს სკოლების მშენებლობას, რეაბილიტაციასა და აღჭურვას, რადგან თანამედროვე სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწყობა, ზოგადი განათლებისა და საგანმანათლებლო რესურსების თანაბრად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სააგენტოს უმთავრესი პრიორიტეტია.