მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია!

ქალაქ თბილისის N129 საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ გიორგი თინაძემ ამჟამად „განათლების სისტემის კომპლექსური რეფორმის“ ფარგლებში, თბილისის N129 საჯარო სკოლაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.

სამუშაოებს  შპს „აისი“ ახორციელებს და მისი  სახელშეკრულებო ღირებულება 295 000 ლარამდეა. 

პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია უტარდება სკოლის ეზოს და ინტერიერს. უკვე მოწყობილია სარინელი და მიმდინარეობს ეზოსა და სამოედნო გზების მოასფალტება; სამსართულიანი შენობის  ყველა სართულის კიბის უჯრედებში იცვლება საფეხურები და მოაჯირები. საკლასო ოთახები იღებება მავნე ნივთიერებისაგან თავისუფალი,   ეკოლოგიურად სუფთა საღებავით,  რომელშიც ტყვიის და სხვა მავნე ნივთიერებების შემცველობა არ აღემატება ევროკავშირით დაშვებულ ზღვარს; ჭერში მონტაჟდება თანამედროვე,  ეკონომიური და უსაფრთხო ლედ განათება. სველი წერტილების რეაბილიტაციის დროს გამოიყენება  კერამიკული და კერამოგრანიტის ფილები, რომლებსაც გააჩნია მედეგობა კოროზიაზე, ბზარების წარმოქმნასა და ყინვა-გადნობის ციკლზე, სიმტკიცე მსხვრევასა და დრეკადობაზე, ზედაპირის დასუფთავებაზე, ნაკაწრებზე, მოვლის ქიმიურ საშუალებებზე და მოცურებაზე.

სამშენებლო მასალა, რომელსაც გააჩნია ხარისხის და ეკოლოგიურობის დამადასტურებელი მარკირება და სერთიფიკაცია საგანამათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაფინასნებით მიმდინარე ყველა მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტში  იქნება გათვალისწინებული, რადგან მათი გამოყენების ვალდებულება, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას სააგენტოს მიერ დამტკიცებული „სამშენებლო მასალათა სპეციფიკაციის“ თანახმად ენიჭება.