მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია!

ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.

პროექტი ითვალისწინებს  შენობის პირველი ფლიგელის რემონტს. ამ ეტაპზე დასრულებულია შენობის ხუთივე სართულზე განთავსებული საკლასო ოთახებისა და დერეფნების ელექტროგაყვანილობის სისტემის მოწყობა  და მიმდინარეობს სამღებრო სამუშაოები. 

აღსანიშნავია, რომ სკოლის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ახლად რეაბილიტირებული თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კომბინირებული სპორტული მოედანი. მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ სპორტის სხვადასხვა სახეობაში: ფეხბურთში, კალათბურთსა და ხელბურთში.

განათლების რეფორმის ერთ-ერთ პრიორიტეტს თანამედროვე  ინფრასტრუქტურის შექმნა წარმოადგენს, რომელიც ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო პროცესის თანამედროვე გარემოში წარმართვას. ამასთანავე, მნიშვნელოვანია სწავლების ყველა ეტაპზე როგორც უახლეს ტექნოლოგიებთან წვდომის გაზრდა, ასევე მომავალ თაობაში პროფესიული უნარების განვითარება და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება.