მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია!

ქალაქ თბილისის N 54 საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

ქალაქ თბილისის N 54 საჯარო სკოლის მოსწავლეები 2019-2020 სასწავლო წელს ახალ გარემოში შეხვდნენ. სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ზოგადი განათლების რეფორმის ხელშეწყობის პროგრამის ქვეპროგრამის, ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში ახორციელებს საჯარო სკოლების რეაბილიტაციას. ქალაქ თბილისის N 54 საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. გარემონტდა საკლასო ოთახები, დერეფნები, კიბის უჯრედები, სველ წერტილები და სპორტულ დარბაზი. შეიცვალა წყალკანალიზაციის ქსელი. მოეწყო ადაპტირებული სველი წერტილები. საკლასო ოთახებში დამონტაჟდა ეკონომიური და უსაფრთხო ლედ განათება, მაღალი ხარისხის მდფ-ის კარები, გამოიცვალა იატაკი.
რეაბილიტაციის პროცესში გამოყენებულ იქნა ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალა.