მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია!

ფოცხო-ეწერში სახელოსნოს მშენებლობა მიმდინარეობს

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხო-ეწერში სადურგლო და ხის დამუშავების სასწავლო სახელოსნოს აშენებს. სახელოსნო კოლეჯ „ლაკადას“ პრაქტიკული სასწავლო ბაზა იქნება. პროექტის ღირებულება შვიდასი ათასი ლარია.

სოფელი ფოცხო-ეწერი საოკუპაციო ხაზის მომიჯნავე ტერიტორიაზე, ენგურჰესის მიმდებარედ მდებარეობს და ძირითადად დასახლებულია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებით, რომელთა განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობა სახელმწიფო პრიორიტეტს წარმოადგენს. ფოცხო-ეწერში სახელოსნოს ფუნქციონირება დაეხმარება ადგილობრივ მოსახლეობას მიიღონ პრაქტიკული პროფესიული განათლება, რაც შემდგომ თვითდასაქმებაში დაეხმარებათ.