მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია!

სსიპ- საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტუქტურის განვითარების სააგენტომ გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი სოფელ ზედა საქარას საჯარო სკოლის მშენებლობაზე

სსიპ- საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტუქტურის განვითარების სააგენტომ მიმდინარე წლის 19 ივნისს გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი (NAT180009306) ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საქარას საჯარო სკოლის ტერიტორიაზე პროექტის მიბმისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება განისაზღვრება 5 700 000 ლარით.

წინადადებების მიღება იწყება მიმდინარე წლის 06 ივლისს და მთავრდება 11 ივლისს 12:30 საათზე. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაწვრილებითი ინფორმაცია მიიღონ სახელმწიფო შესყიდვების ვებ-გვერდზე- http://procurement.gov.ge/