მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია!

სსიპ- საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტუქტურის განვითარების სააგენტომ გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი სარეაბილტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე

სსიპ- საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტუქტურის განვითარების სააგენტომ მიმდინარე წლის 24   მაისს   გამოაცხადა ელექტრონული   ტენდერი ქ. რუსთავის N4, ქ. რუსთავის N15, ქ. რუსთავის N28, ქ. გარდაბნის N4, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის N2, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის N1, საგარეჯოს N2, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთის და პატარძეულის, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერის N1, ბოლნისის N5, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანის N1, მარნეულის N5, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაქენდის N1, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქესალოს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთლის და ქ. ახალციხის N1 საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე.  შესყიდვის სავარაუდო ღირებულება განისაზღვრება  3`166`406.00 ლარით.

წინადადებების მიღება იწყება 2018 წლის 09  ივნისს  და მთავრდება 2018 წლის 14  ივნისს  12:30 საათზე. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაწვრილებითი ინფორმაცია მიიღონ სახელმწიფო შესყიდვების ვებ-გვერდზე- http://procurement.gov.ge/