მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია!

სოფელ ფოცხოეწერში სასწავლო სახელოსნოს მშენებლობა იწყება

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვოთარების სააგენტომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოეწერის ტერიტორიაზე სსიპ კოლეჯი “ლაკადა”-ს სასწავლო სახელოსნოს სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. პირველ ეტაპზე განხორციელდება სადურგლო სახელოსნოს მშენებლობა, ხოლო მეორე ეტაპზე კი დაიწყება ხის საწარმოს მშენებლობა.

სოფელი ფოცხოეწერი დასახლებულია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებით, რომელთა ხელშეწყობა სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.  სახელოსნოს ფუნქციონირება სტუდენტებს ხელს შეუწყობს რეგიონის საჭიროებებზე მორგებული პროფესიების დაუფლებაში, შესაბიმისი პრაქტიკის გავლასა და შემდგომ დასაქმებაში.

სასწავლო სახელოსნოს მშენებლობა  ითვალისწინებს მსუბუქი კონსტრუქციის ცალკე მდგომ  ერთსართულიან  ბლოკებს, რომლებიც  ერთმანეთთან დაკავშირებული იქნება ვიტრაჟული დერეფნებით.

მშენებლობა ქვეყანაში არსებული სამშენებლო ნორმებისა და მოთხოვნების სრული დაცვით, ასევე ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის რეკომენდაციების გათვალისწინებით განხორციელდება.