მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია!

სოფელ ეწერის საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა

სოფელ ეწერის თანამედროვე სტანდარტების სკოლა მზად არის 2020-2021 სასწავლო წლისთვის მოსწავლეების მისაღებად. აქ სწავლისთვის ყველა პირობაა შექმნილი: ორ სართულიანი ნაგებობის არქიტექტურა ხაზს უსვამს მის თანამედროვეობასა და სისადავეს, დაგეგმარება -კი გათვლილია სკოლაში მოსწავლეების მარტივი გადაადგილების პრინციპით.

შენობა გათვლილია 120 მოსწავლეზე და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებზე,  აღჭურვილია კომპიუტერული ლაბორატორიებით და თანამედროვე ტექნოლოგიებით. ეზოში განთავსებულია სპორტული მოედანი.

პროექტი სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მისი ღირებულება 2.2 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.

ჩატარებულ სამუშაოებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი გაეცნო.