მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია!

სახელმძღვანელოების დარიგება გრძელდება

სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“ აგრძელებს „მოსწავლეებისა და მასწავლებლების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამის“ განხორციელებას.
პროგრამის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტს გადაეცა 2019-2020 სასწავლო წლისთვის საჭირო მის დაქვემდებარებაში არსებული საჯარო სკოლებისთვის განკუთვნილი 8-12 უცხო ენების სახელმძღვანელოები.
„მოსწავლეებისა და მასწავლებლების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამა” 2013 წლიდან წარმატებით ხორციელდება და მისი მიზანია სრული ზოგადი განათლების და საგანმანათლებლო რესურსების თანაბრად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.