მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია!

სასწავლო წლის დაწყება ქალაქ თბილისის N203 საჯარო სკოლაში

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ მამია მორალიშვილმა, 17 სექტემბერს კარფურის გენერალურ დირექტორთან, ქრისტოფ ორსეტთან ერთად ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა ქალაქ თბილისის N203 საჯარო სკოლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს. კარფურის გენერალურმა დირექტორმა პირველ კლასელებს სასკოლო ჩანთები და საკანცელარიო ნივთები, ხოლო სკოლას სასწავლო პროცესის ხელშეწყობის მიზნით ხმის გამაძლიერებელი საშუალებები გადასცა.