მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია!

სასკოლო ჟურნალები

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრაქტრუქტურის განვითარების სააგენტომ 2019-2020  სასწავლო წლისთვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამის          ,,საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალებითა და სხვა საინფორმაციო მასალებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის”  ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით საჯარო და კერძო სკოლებისთვის გადასაცემად 40 000  ცალი სასკოლო ჟურნალი შეისყიდა, ღირებულებით 120 560 ლარი.

ზემოაღნიშნული პროგრამის ფარგლებში, წელს პირველად იბეჭდება სანიშნეები 112-ს თემაზე. სანიშნეებზე განთავსებული იქნება ინფორმაცია 112-ზე ზარების განხორციელების მიზანშეწონილობისა და 112-ზე ცრუ ზარის განხორციელების ან გართობის მიზნით დარეკვის შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული სანქციების თაობაზე. დასაბეჭდი 595 000 ცალი სანიშნე გადაეცემა საქართველოს საჯარო და კერძო სკოლის ყველა მოსწავლეს I-დან XII კლასის ჩათვლით.