მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია!

პროგრამა “ჩემი პირველი კომპიუტერი”

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ 2019-2020 სასწავლო წლისთვის პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“-ს ფარგლებში, პირველკლასელი მოსწავლეებისთვის და მათი დამრიგებლებისთვის გადასაცემად ჯამში შეისყიდა 55 000 ცალი პორტაბელური კომპიუტერი, ღირებულებით 29 536 250 ლარი.  წინა წლებთან შედარებით, წელს შესყიდული პორტაბელური კომპიუტერების ტექნიკური მახასიათებლები გაუმჯობესებულია, კერძოდ კომპიუტერის ოპერატიული მეხსიერება და მყარი დისკის მოცულობა გაორმაგებულია. პორტაბელური კომპიუტერების დარიგება დაწყებულია და დასრულდება ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე.

პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ წარმატებულად ხორციელდება 2011 წლიდან . პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრებიან პირველკლასელი მოსწავლეები და მათი დამრიგებლები. აღნიშნული პროგრამის მიზანია სწავლის ხარისხის გაუმჯობესება და ბენეფიციარებისთვის სასწავლო/სამუშაო გარემოს შექმნა.