მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია!

პირველკლასელთა კომპიუტერების დარიგება დაიწყო

 სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ 2020-2021 სასწავლო წლისთვის პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში პირველკლასელი მოსწავლეებისთვის განკუთვნილი პორტაბელური კომპიუტერების საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის გადაცემა დაიწყო.

 პროგრამის ფარგლებში პირველკლასელი მოსწავლეებისა და მათი დამრიგებლებისთვის გადასაცემად ჯამში შესყიდულია 55 000 ცალი პორტაბელური კომპიუტერი.

პროგრამის ბენეფიციარები არიან პირველკლასელი მოსწავლეები, მათი დამრიგებლები, საჯარო სკოლის ის მოსწავლეები, რომლებიც ირიცხებიან/ჩაირიცხებიან I-III კლასში და არ მიუღიათ კომპიუტერი, ასევე ოკუპირებული გალის რაიონის ომამდელ საზღვრებში არსებული ფუნქციონირებადი 30 სკოლის პირველკლასელები.

ბუკებში ჩატვირთულია ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობაში მყოფი სასკოლო პროგრამები და ბავშვებისთვის შექმნილი შემეცნებითი თამაშები, ხელმისაწვდომია ინტერნეტი.