მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია!

პირველკლასელთა კომპიუტერების დარიგება დაიწყო

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“-ს ფარგლებში დაიწყო პირველკლასელთა  პორტაბელური კომპიუტერების დარიგების პროცესი.

დღეს კომპიუტერები გადაეცა  ქალაქ რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრს   – ჯამში 2 048 ცალი. ეს პროცესი გაგრძელდება ეტაპობრივად და სწავლის დაწყებამდე საქართველოს მასშტაბით  ყველა საჯარო სკოლას მიეწოდება პირველკლასელებისთვის და მათი დამრიგებლებისთვის განკუთვნილი კომპიუტერები.

პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ წარმატებულად ხორციელდება 2011 წლიდან . პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრებიან პირველკლასელი მოსწავლეები და მათი დამრიგებლები. აღნიშნული პროგრამის მიზანია სწავლის ხარისხის გაუმჯობესება და ბენეფიციარებისთვის სასწავლო/სამუშაო გარემოს შექმნა.