მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია!

2018-2019 სასწავლო წლისთვის საჭირო 7-12 კლასის სახელმძღვანელოების დარიგების პროცესი დაიწყო

„მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამის“ ფარგლები, დაიწყო 2018-2019 სასწავლო წლისთვის საჭირო 7-12 კლასის სახელმძღვანელოების დარიგების პროცესი. დღეს სახელმძღვანელოები დაურიგდათ ისანი-სამგორის რაიონის საჯარო სკოლებს. საჯარო სკოლებისთვის სახელმძღვანელოების დარიგების პროცესი უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება.

„მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამის“ ფარგლები 2018-2019 სასწავლო წლისთვის ჯამში შესყიდულ იქნა 7-12 კლასის 1 020 597 ცალი სახელმძღვანელო, სულ საერთო ღირებულებით 3 518 343.48 ლარი.