მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია!

მორფოლოგიის ინსტიტუტში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში პირველად თსუ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სასწავლო და სამეცნიერო სივრცე ექნებათ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო თსუ ალექსანდრე ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტში სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს. ინფრასტრუქტურული პროექტი შენობის სრულ რეაბილიტაციასა და აღჭურვას, ასევე, ეზოებისა და მიმდებარე ტერიტორიაზე ფასადის კეთილმოწყობას ითვალისწინებს.

 მასშტაბურ სამშენებლო სამუშაოებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორ ლევან სუხიტაშვილთან, თსუ მედიცინის ფაკულტეტის დეკან, პროფესორ დიმიტრი კორძაიასთან და ინსტიტუტის თანამშრომლებთან ერთად, პირადად გაეცნო