მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია!

ლაკადას ტერიტორიაზე სასწავლო სახელოსნო შენდება

ქალაქ  ჯვარში  პროფესიული  კოლეჯი „ ლაკადა“-ს სტუდენტები სადურგლო საქმეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სახელოსნოში დაეუფლებიან.

სასწავლო სახელოსნოს მშენებლობა  ითვალისწინებს მსუბუქი კონსტრუქციის ცალკე მდგომ  ერთსართულიან  ბლოკებს, რომლებიც  ერთმანეთთან დაკავშირებული იქნება ვიტრაჟული დერეფნებით.

მშენებლობა ქვეყანაში არსებული სამშენებლო ნორმებისა და მოთხოვნების სრული დაცვით, ასევე ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის რეკომენდაციების გათვალისწინებით ხორციელდება.

სახელოსნოს ფუნქციონირება სტუდენტებს ხელს შეუწყობს რეგიონის საჭიროებებზე მორგებული პროფესიების დაუფლებასა და შესაბიმისი პრაქტიკის გავლაში. სწორედ ესაა სასწავლო სახელოსნოების აშენების  მიზანი.

აღსანიშნავია, რომ სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო საქართველოს მასშტაბით ააშენებს 8 პროფესიული სასწავლებლის 26 სხვადასხვა ტიპის სახელოსნოს.