მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია!

კომაროვის საჯარო სკოლის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ გამოცხადდა  ელექტრონული ტენდერი (NAT190013481) ქალაქ თბილისში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე მულტიფუნქციური საგანმანათლებლო კომპლექსი – ,,ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქი“-ს პროექტის ფარგლებში სსიპ – ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის დიდი დიღმის ფილიალის დეტალური პროექტის მომზადებისა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება განისაზღვრება  11`737`149.00 ლარით.

წინადადებების მიღება იწყება 2019 წლის 24 ივლისს  და მთავრდება 2019 წლის 29 ივლისს   13:00 საათზე.  დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაწვრილებითი ინფორმაცია მიიღონ სახელმწიფო შესყიდვების ვებ-გვერდზე- http://procurement.gov.ge/