მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია!

კომაროვის საჯარო სკოლის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ქალაქ თბილისში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე მულტიფუნქციური საგანმანათლებლო კომპლექსი – ,, განათლებისა და მეცნიერების ქალაქი“-ს პროექტის ფარგლებში სსიპ – ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის დიდი დიღმის ფილიალის მშენებლობას იწყებს.

350 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე ტიპის შენობა  ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.  იფუნქციონირებს ლიფტი,  საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები, საკონფერენციო და სპორტული დარბაზები. ასევე მოეწყობა სპორტული მოედანი და განხორციელდება სკოლის ტერიტორიის გამწვანება. სკოლა აღიჭურვება თანამედროვე სასკოლო ინვენტარით.

მშენებლობის პროცესში გამოყენებულ იქნება  ეკოლოგიურად სუფთა, ბიოლოგიური სამშენებლო მასალა, რომლებშიც ტყვიის და სხვა მავნე ნივთიერებების შემცველობა არ აღემატება ევროკავშირით დაშვებულ ზღვარს, გააჩნია ხარისხის და ეკოლოგიურობის დამადასტურებელი მარკირება და სერთიფიკაცია და მისი გამოყენება დასაშვებია სკოლებში და საბავშვო დაწესებულებებში. აღნიშნული მასალების გამოყენების ვალდებულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ დამტკიცებული „სამშენებლო მასალათა სპეციფიკაციის“ თანახმად ენიჭება.