მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია!

ინკლუზიური განათლების ხელმისაწვდომობა

განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ადაპტირებული გარემოს შექმნის მიზნით, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო სარეაბილიტაციო სამუშაოებს ქალაქ თბილისის ოთხ საჯარო სკოლაში ახორციელებს. რეაბილიტაცია ქალაქ თბილისის N6, N107, N132 და N219 საჯარო სკოლებში მიმდინარეობს და მოიცავს ამწევი ლიფტის, პანდუსის, ადაპტირებული სველი წერტილებისა და რესურს ოთახის მოწყობას. აღნიშნული პროექტის მიზანია საგანმანათლებლო დაწესებულებებში თანაბრად ხელმისაწვდომი გარემოს შექმნა, რათა მოსწავლეებმა შეძლონ სრულფასოვნად ცხოვრება ისეთ პირობებში, რომლებიც უზრუნველყოფს მათ მაქსიმალურ დამოუკიდებლობას და სოციალურ ინტეგრაციას. სააგენტო, მოთხოვნის შესაბამისად, მომავალშიც გააგრძელებს ადაპტირებული გარემოს შექმნას საჯარო სკოლებსა და პროფესიულ სასწავლებელში.