მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია!

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში კორპუსის სრული რეაბილიტაციის სამუშაოები ხორციელდება, მათ შორის: ვენტილაცია-კონდიცირების, შშმ პირებისათვის ადაპტირებული ლიფტის, ელექტროობის, წყალგაყვანილობის სახანძრო და უსაფრთხოების სისტემის მოწყობის; ასევე სველი წერტილების, ლაბორატორიული მოწყობილობების, შიდა და ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე სასწავლო კორპუსი აგებულია წინა საუკუნის 30-იან წლებში და წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს. შესაბამისად შენობაში არსებულ მხატვრულ დეტალებს (ჭერი, კიბეები, იატაკი, კოლონები, კარნიზები, ფიზიკის და ქიმიის დიდ აუდიტორიებში განლაგებული მაგიდები და სკამები) უტარდება რესტავრაცია ან იცვლება ახლით, არსებულის ანალოგით.

მასშტაბური სამუშაოები 2019 წელს დაიწყო და 2021 წლის ბოლოს დასრულდება. სამუშაოები ეტაპობრივად ხორციელდება და სასწავლო პროცესს ხელს არ შეუშლის. ამჟამად კორპუსის ერთი ფლიგელის რესტავრაცია-რეაბილიტაცია დასრულებულია და სასწავლო წლის დასაწყებად მზად არის.

პროექტს სსსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით მიმდინარეობს და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 21 მილიონ 350 ათას ლარზე მეტია.