მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია!

თელავის ოთხ სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდა

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ თელავის მუნიციპალიტეტში ოთხ სკოლას, სოფელ ბუშეტის, სოფელ აკურას, სოფელ რუისპირისა და თელავის #9 საჯარო სკოლას ჩაუტარდა რეაბილიტაცია.

სოფელ ბუშეტის საჯარო სკოლაში მოეწყო ახალი სპორტული მოედანი, ჩატარდა საკლასო ოთახების, სახურავის, ლითონის ღობისა და წყალსადენი-კანალიზაციის რეაბილიტაცია.

სოფელ აკურას საჯარო სკოლაში განახლდა საკლასო ოთახები, დერეფნები, ლითონის ღობე, წყალსადენ-კანალიზაცია და საქვაბის რეაბილიტაცია განხორციელდა.

სოფელ რუისპირის საჯარო სკოლაში რეაბილიტირდა საკლასო ოთახები, სახურავი, კიბის უჯრედები, ლითონის ღობე, კანალიზაცია და ელექტრო სანათები.

ქალაქ თელავის #9-ე საჯარო სკოლაში კი სანიაღვრე კვანძების რეაბილიტაცია ჩატარდა.