მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია!

თბილისში 138 საჯარო სკოლის მშენებლობა დაიწყო

ქალაქ თბილისში, თემქის დასახლებაში ავარიული სკოლის ნაცვლად  650 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სკოლა შენდება. თბილისის N138 საჯარო სკოლის სამსართულიან შენობაში საკლასო ოთახებთან ერთად თავმოყრილი იქნება როგორც საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ასევე ბიბლიოთეკა, სააქტო დარბაზი,  ექიმის კაბინეტი და სასადილო. თანამედროვე სტანდარტების შესაბამის  შენობაში იფუნქციონირებს ლიტფი, ადაპტირებული სველი წერტილები და მოეწყობა პანდუსი. მოსწავლეებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ ღია და დახურული სპორტული მოედნებით. მშენებლობის პროცესში გამოყენებულ იქნება ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალა.

პროექტი სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება და მისი  სახელშეკრულებო ღირებულება 7 მილიონ 850 ათას ლარამდეა.  სამუშაოები 2021 წლის ბოლომდე დასრულდება.