მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია!

თბილისის N172 რეაბილიტირებული სკოლა

თბილისის N172 საჯარო სკოლის მოსწავლეები სწავლას ახლად რეაბილიტირებულ, თანამედროვე  გარემოში აგრძელებენ.

სკოლის შენობის ძირითადი კორპუსის ოთხივე სართულზე, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ, განხორციელდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც სრულად განახლდა: საკლასო ოთახები, დერეფნები და სველი წერტილები; მოეწყო: გათბობის სისტემა, სამედიცინო ოთახი და ადაპტირებული საპირფარეშო; გამოიცვალა კარ-ფანჯრები და ელექტროობა, ეზოში დაიგო ასფალტის საფარი.

  კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს  რეკომენდაციის თანახმად სკოლა აღიჭურვა  შესაბამისი ჰიგიენის საშუალებებით: დისტანციური თერმოსკრინინგის აპარატებით, დეზობარიერებით, ხელის დისპენსერებით და შესაბამისი სადეზინფექციო სითხეებით.

 აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია მაქსიმალურად აკონტროლებს სკოლის ტერიტორიაზე ჰიგიენური ნორმებისა და სოციალური დისტანცირების დაცვას.

 სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო მთელი საქართველოს მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს სკოლების მშენებლობას, რეაბილიტაციასა და აღჭუვრას, რადგან ახალგაზრდებზე, მათ განათლებაზე და ჯანმრთელობაზე ზრუნვა მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია.