მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია!

ზემო მაჩხაანში ახალი სკოლა ფუნქციონირებს

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის მშენებლობა დაასრულა.

თანამედროვე სტანდარტების შესაბიმისი სამსართულიანი შენობა სრულადაა  ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. შენობის ზედა სართულების მისაწვდომ სივრცეებად გარდაქმნისთვის დამონტაჟდა ლიფტი, მოეწყო პანდუსები და ადაპტირებული სველი წერტილები. 300 მოსწავლეზე გათვლილ სკოლაში ყველა პირობაა შექმნილი, რათა მოსწავლეებმა სრულყოფილი განათლება მიიღონ.

სასწავლო სივრცეებთან ერთად ფუნქციონირებს სპორტული და სააქტო დარბაზები,  საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები, კომპიუტერული კლასკაბინეტი, ბიბლიოთეკა და სასადილო.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს  დასუფთვებისა  და ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები. სკოლა თანამედროვე სასკოლო მერხებით, დაფებითა და ახალი კომპიუტერებით იქნება აღჭურვილი.

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო მთელი საქართველოს მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს სკოლების მშენებლობას, რეაბილიტაციასა და აღჭუვრას, რადგან ახალგაზრდებზე, მათ განათლებაზე და ჯანმრთელობაზე ზრუნვა  უმთავრესი პრიორიტეტია.