მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია!

ესიდა 2020 წლის პროექტები

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ,   პანდემიისა  და დიდი გამოწვევების მიუხედავად,  მთელი ქვეყნის მასშტაბით შეუფერხებლად განხორციელდა 200 მილიონი ლარის ღირებულების პროექტები.  

🔶2020-2021 სასწავლო წლისთვის თბილისსა და რეგიონებში  დასრულებულია 9 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა:

📍ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლა;

📍წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა;

📍ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის საჯარო სკოლა;

📍კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლის საჯარო სკოლა (მეორე კორპუსი);

📍დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლა;

📍ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საქარის საჯარო სკოლა;

📍თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვას საჯარო სკოლა;

📍სსიპ – ვლადიმირ კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის ბათუმის ფილიალი;

📍მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ წვირმის საჯარო სკოლა.

🔶მიმდინარეობს 3 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა, რომელიც დასრულდება 2021 წლის გაზაფხულზე:

📍სსიპ – ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის დიდი დიღმის ფილიალი;

📍ქალაქ თბილისის №86 საჯარო სკოლა;

📍ქალაქ თბილისის №138 საჯარო სკოლა.

🔶 სააგენტოს მიერ დასრულებულია  ქალაქ ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის ბაზაზე არსებული ინოვაციური ცენტრის მშენებლობა და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ქალაქ სენაკის რეგიონალური ინოვაციური ჰაბის მშენებლობა, რომელიც  დასრულდება 2021 წელს.

🔶 ასევე დასრულებულია  8 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია:

📍 ქალაქ ოზურგეთის N 1 საჯარო სკოლა;

📍 ქალაქ თბილისის N 90 საჯარო სკოლა;

📍 ქალაქ ზესტაფონის N 1 საჯარო სკოლა;

📍 ქალაქ თბილისის N 118 საჯარო სკოლა;

📍 ქალაქ თბილისის N 172 საჯარო სკოლა;

📍 წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლა;

📍 მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის №2 საჯარო სკოლა;

📍 ქალაქ თბილისის №74 საჯარო სკოლა.

🔷თანამედროვე სტადარტების შესაბამისად 133 საჯარო სკოლაში   განხორციელდა ნაწილობრივი რეაბილიტაცია.

🔷დასრულდა 20 სპორტული მოედნის მოწყობა, მათ შორის ქალაქ გორის სპორტის სასახლის სამაყურებლო და სავარჯიშო დარბაზებში შესაბამისი სპორტული პარკეტის იატაკის მოწყობის სამუშაოები.

🏤რეგიონის განვითარებისა და მისი მოსახლეობის ეკონომიკური კეთილდღეობის ხელშეწყობის მიზნით,  მიმდინარე წელს აშენდა და რეაბილიტირდა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები:  

📍ქალაქ კასპში 200 სტუდენტზე გათვლილი პროფესიული კოლეჯი;

📍ქალაქ მარნეულში პროფესიული კოლეჯ ,,მოდუსი’’-ს 150 სტუდენტზე გათვლილი სასწავლო კორპუსი;

📍ააიპ კოლეჯი ,,ჰორიზონტი”-ის 100 სტუდენტზე გათვლილი სასწავლო კორპუსი, სოფელ გორაბერეჟოულში;

📍ქალაქ ქობულეთში სსიპ-კოლეჯი “ახალი ტალღა”-ს სასწავლო შენობა;

📍ქალაქ თელავში სსიპ კოლეჯი ,,პრესტიჟი”-ს სასწავლო შენობა;

📍ქალაქ ქუთაისში სსიპ-კოლეჯი „იბერია“ -ს შენობის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა.

‼️ აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს 5 პროფესიული კოლეჯის მშენებლობა და  26 სხვადასხვა ტიპის სახელოსნოს მშენებლობა:   

📍წყალტუბოს პროფესიული კოლეჯის 100 სტუდენტზე გათვლილი სასწავლო კორპუსის მშენებლობა;

📍ხაშურის პროფესიული კოლეჯის 200 სტუდენტზე გათვლილი სასწავლო კორპუსის მშენებლობა;

📍ბორჯომის პროფესიული კოლეჯის 250 სტუდენტზე გათვლილი სასწავლო კორპუსის მშენებლობა;

📍სსიპ-სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის-ს ახალქალაქის პროფესიული განყოფილების სასწავლო კორპუსის და სახელოსნოების სრული რეაბილიტაცია;

📍შოთა მესხიას ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა.

✅გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) მხარდაჭერით, სააგენტო განახორციელებს 25 მილიონი ევროს ღირებულების პროექტს. აღნიშნული პროექტით ქალაქ თბილისში, დიდ დიღომში  გათვალისწინებულია პროფესიული ცენტრის მშენებლობა, რაც ხელს შეუწყობს პროფესიული სასწავლებლების ინტერნაციონალიზაციას.

📚სააგენტოს მიერ, სახელმწიფო ბიუჯეტის მაქსიმალური ეკონომიით,  განხორციელდა სასკოლო სახელმძღვანელოების შესყიდვა, შედეგად საქართველოს საჯარო სკოლის ყველა მოსწავლემ  წიგნები მიიღო უფასოდ.  

👫სააგენტოს ერთერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა მოსწავლეების საგანმანათლებლო რესურსებით უზრუნველყოფა და განათლების ხარისხის ხელმისაწვდომობა, აქედან გამომდინარე  გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი უსინათლო და მცირემხედველი მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის აუდიო სახელმძღვანელოების შესყიდვაზე.

💻საქართველოს საჯარო სკოლის ყველა მოსწავლეს, მათ დამრიგებლებს, ასევე ოკუპირებული გალის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსწავლეებს უსასყიდლოდ გადაეცა პორტაბელური კომპიუტერი. აღნიშნულიდან გამომდინარე სააგენტოს მიერ შესყიდულ იქნა 55,000 ცალი კომპიუტერი.

✅სააგენტო აქტიურად  მონაწილეობდა კოვიდ პანდემიასთან ბრძოლაში და  ვირუსის გავრცელების პირველივე ეტაპზე მოახერხა იმ პირველადი მოხმარების საგნების გონივრული მარაგის გაკეთება, რაც ვირუსის გავრცელებისგან დაიცავდა  მოსწავლეებს.