მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია!

დმანისის მუნიციპალიტეტს 8-12 კლასის ბილინგური და უცხო ენების სახელმძღვანელოები გადაეცა

სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“ სამოქმედო გეგმის მიხედვით აგრძელებს „მოსწავლეებისა და მასწავლებლების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამის“ განხორციელებას.

დმანისის მუნიციპალიტეტს გადაეცა 2019-2020 სასწავლო წლისთვის საჭირო მის დაქვემდებარებაში არსებული საჯარო სკოლებისთვის განკუთვნილი 8-12 კლასის არა ქართული სექტორის და უცხო ენების სახელმძღვანელოები.


„მოსწავლეებისა და მასწავლებლების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამის” ფარგლები ჯამში შესყიდულ იქნა 4 060 910 წიგნი და რვეული,

სულ საერთო ღირებულებით 20 078 540.73 ლარი.