მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია!

დიდუბის რაიონში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა   და სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზვიად როსტომაშვილმა თბილისის მე- 100 საჯარო სკოლის  სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს.

თბილისის მე-100 საჯარო სკოლა ერთ-ერთი უძველესი სკოლაა საქართველოში. იგი 1895  წლიდან     ფუნქციონირებს. შენობა, სადაც სკოლა იყო განთავსებული აშენებული იყო 1804 წელს. 2016 წელს დაიწყო ახალი სკოლის მშენებლობა, რომელიც 2018 წლის სექტემბერში შევა ექსპლუატაციაში.

აღსანიშნავია  ის გარემოება, რომ სკოლა შენდება უახლესი სტანდარტებით, მე-100 საჯარო სკოლაში პირველად, მოპირკეთება განხორციელდება სრულიად თანამედროვე საშუალებებით. პროექტში გათვალისწინებულია შეკიდული აკუსტიკური ჭერები; ვინილის იატაკები და BMS-სისტემის დამონტაჟება -აღნიშნული სისტემა მოიცავს უკაბელო რადიოსიხშირულ კავშირში ჩართული მოწყობილობების ერთიან ფუნქციონირებას შენობის უსაფრთხო და ეფექტური მართვისთვის.

 

პროექტით გათვალისწინებულია:

 

სახანძრო უსაფრთხოების დეტექტორის მოწყობა.

სახანძრო უსაფრთხოების დეტექტორის მოწყობა;

განგაშის ღილაკის მოწყობა;

განგაშის სირენის მოწყობა;

აუდიოფიცირება რუპორული გახმოვანებით და ზარის მოწყობით;

განათების მოწყობა სენსორებით (სველ წერტილებში და კიბის უჯრედში);

ელექტრო ფარის მართვა;

ჰაერის ხარისხის კონტროლი;

სამზარეულოში გაზის გაჟონვის სენსორი;

სასკოლო კარის გაღების დეტექტორი;