მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია!

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თორტიზას საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თორტიზას საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს განახლებულ გარემოში ისწავლიან.

სკოლის ორსართულიანი შენობა გათვლილია 240 მოსწავლეზე და ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. ეზოში გათვალისწინებულია რეკრეაციული ზონების მოწყობა.

შენობა დაპროექტებულია 12 სასწავლო ოთახზე . პირველი და მეორე სართული ერთმანეთის ანალოგიურია და თითოეულ სართულზე 6 საკლასო ოთახია. სკოლაში იფუნქციონირებს ექიმის კაბინეტი , რომელიც აღიჭურვება შესაბამისი ინვენტარით.

მშენებლობა დაიწყო 2017 წლის 21 სექტემბერს.

სახელშეკრულებო თანხა 1 384 549.74 ლარია.