მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია!

ბორჯომში პროფესიული კოლეჯის მშენებლობა დაიწყო

 პროექტით 250 სტუდენტზე გათვლილი შენობა შედგება ორი კორპუსისგან: ერთი სამ სართულიანი მთავარი და მეორე გვერდით მდგომი ერთ სართულიანი ნაგებობებისგან, რომლებსაც ერთმანეთთან აკავშირებს გადასასვლელი ხიდი.  თანამედროვე ტიპის შენობაში თავმოყრილი იქნება   თეორიული   სწავლების აუდიტორიები, საკონფერენციო დარბაზი, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი, კაფეტერია,  ლიფტი და ადაპტირებული სველი წერტილები. შენობა აღჭურვილი იქნება გათბობა-გაგრილებისა და ვენტილაციის ცენტრალური სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს წლის ნებისმიერ დროს სწავლისთვის საჭირო კლიმატის შექმნას. 

 თანამედროვე სტანდარტებით აშენებული კოლეჯი რეგიონის  საჭიროებების გათვალისწინებით, ძირითადად ტურიზმის, სამშენებლო საქმესა და სოფლის მეურნეობასთან  დაკავშირებულ პროფესიულ საგანმანათლებლო და მომზადება-გადამზადების პროგრამებს განახორციელებს.

 გარდა სასწავლო კორპუსისა, სასწავლებლის ეზოში განთავსდება ღია სპორტული მოედანი, რომელიც ასევე უახლესი ტექნოლოგიით დამზადებული მასალებით იქნება შესრულებული.

 პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 9 მილიონ ლარზე მეტია. მშენებლობა 2021 წლის გაზაფხულზე დასრულდება.