მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია!

აუდიო სახელმძღვანელობის შესყიდვა

„ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის პროგრამის“  ფარგლებში IV-VII კლასების უსინათლო და მცირემხედველი მოსწავლეები აუდიო ფორმატის სახელმძღვანელოებით ისწავლიან, რაც   პანდემიის პირობებში მოსწავლეებს შესაძლებლობას მისცემს, მიიღონ სრულფასოვანი განათლება.

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ,  გამოცხადდა ტენდერი სახელმძღვანელოების აუდიო ვერსიების მომზადების მომსახურების შესყიდვაზე.

გრიფირებული  სახელმძღვანელოების აუდიო ფარმატში გადაყვანის მიზანია მოსწავლეებმა მიიღონ განსაკუთრებული განათლება და მომზადება, რათა შეძლონ სრულფასოვნად და ღირსეულად ცხოვრება ისეთ პირობებში, რომლებიც უზრუნველყოფს მათ მაქსიმალურ დამოუკიდებლობას და სოციალურ ინტეგრაციას.