მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია!

ავტოსატრანსპორტო საშუალებებს სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარდა

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო მოსწავლეთა განათლებაზე ხელმისაწვდომობის ფარგლებში ახორციელებს “საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის” პროგრამას. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში თბილისის საჯარო სკოლის ის მოსწავლეები, რომლებიც წარმოადგენენ ბენეფიციარებს, სარგებლობენ უფასო სატრანსპორტო მომსახურებით.

ახალი კორონა ვირუსის ინფექციის გავრცელების რისკის შესამცირებლად, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს კონტრაქტორმა კომპანიამ პროგრამაში ჩართულ ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებას ჩაუტარა სადეზინფექციო სამუშაოები. კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, ეს პროცედურები პერიოდულად ჩატარდება იმ ვადით, სანამ არსებობს ვირუსის გავრცელების რისკი.