სიახლეების კალენდარი

ჩვენ შესახებ

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო (შემდგომში „სააგენტო“) 2009 წლის 30 იანვარს შეიქმნა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №44 ბრძანების  საფუძველზე.

მისია

სააგენტოს მისიაა საქართველოს განათლების სისტემაში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ხელშეწყობა, სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა სწავლების პროცესში.

სააგენტოს მიზნებია:

ა) სამინისტროს სისტემაში შემავალი საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების რეაბილიტაცია, მშენებლობა, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება, ინვენტარითა და ტექნიკით მომარაგება/აღჭურვა;

ბ) ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის განვითარება;

გ) თანამედროვე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

ძირითადი მართულებები და პროგრამები

ზემოაღნიშნული მისიიდან და მიზნებიდან გამომდინარე, სააგენტო თავის საქმიანობას ორი ძირითადი მიმართულებით წარმართავს:

–         პროგრამა „საგანმანათლებლო დაწესებულებათა ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია“.

–         პროგრამა „საგანმანათლებლო დაწესებულენბების ინფორმაციულ – საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით უზრუნველყოფა“;

პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“.

სააგენტოს აპარატი

სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 16 მარტის ბრძანება №25 დამტკიცებული საშტატო განრიგით, სააგენტოში 57 თანამშრომელი მუშაობს. პროგრამების განხორციელებისას, საჭიროებისამებრ, დამატებით დაქირავებული იქნებიან სხვადასხვა დარგის სპეციალისტები.

 

ბიუჯეტი 2013

2013 წელს სააგენტოს ბიუჯეტი შეადგენს 93 154 022,68 ლარს, მათ შორის:

საკუთარი შემოსავალი (ნაშთი) – 21 022,68 ლარი;

სახელმწიფო ბიუჯეტი – 93 133 000 ლარი, მათ შორის:

სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო (აპარატი) – 992 349 ლარი,

საგანმანათლებლო დაწესებულენბების ინფორმაციულ – საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით უზრუნველყოფა – 327 651 ლარი,

პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ – 19 499 200 ლარი,

საგანმანათლებლო დაწესებულებათა ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია – 60 078 000 ლარი;

მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა – 12 235 800.

სააგენტოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ – საქართველოს კანონის, ზოგადი განათლების შესახებ – საქართველოს კანონის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 29 მარტის №73/ნ ბრძანების შესაბამისად გააჩნია საკუთარი შემოსავლები.

 

ბიუჯეტი 2014

2014 წელს სააგენტოს ბიუჯეტი შეადგენს 109 681 000 ლარს, მათ შორის:

სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო (აპარატი) – 1 677 000 ლარი,

საგანმანათლებლო დაწესებულენბების ინფორმაციულ – საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით უზრუნველყოფა – 2 000 000 ლარი,

პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ – 19 300 000 ლარი,

საგანმანათლებლო დაწესებულებათა ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია -68 704 000 ლარი,

მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა -9 000 000 ლარი.

 

ბიუჯეტი 2015

2015 წელს სააგენტოს ბიუჯეტი შეადგენს 113 195 000 ლარს, მათ შორის:

სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო (აპარატი) – 1 785 000 ლარი,

საგანმანათლებლო დაწესებულენბების ინფორმაციულ – საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით უზრუნველყოფა – 5 000 000 ლარი,

პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ – 20 000 000 ლარი,

საგანმანათლებლო დაწესებულებათა ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია -70 610 000 ლარი,

მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა – 15 800 000 ლარი.

ბოლო სიახლეები