საზოგადოებრივი კოლეჯი „აისი“-ის, ლაგოდეხის განყოფილებაში სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, საზოგადოებრივი კოლეჯი „აისი“-ის, ლაგოდეხის განყოფილებაში სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში გამოიცვალა შენობის სახურავი, კარ-ფანჯარა და ელექტროობა, დაიგო იატაკები და გარემონტდა სასწავლო ოთახები, მოეწყო ადაფტირებული სველი წერტილები, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კოლეჯის გარე კიბის მოწყობა და ფასადის სამღებრო სამუშაოები. ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს ბიბლიოთეკის, სამედიცინო ოთახის და სასადილო ოთახის მოწყობას.