თბილისის ყველა საჯარო სკოლას „National Geographic“-ის ჟურნალები გადაეცემა

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსა და ჟურნალ “National Geographic საქართველო”-ს ერთობლივი პროექტის ფარგლებში ქალაქ თბილისის ყველა საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა საჩუქრად მიიღებს National Geographic-ის ჟურნალებს.

დღეს, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსა და ჟურნალ “National Geographic საქართველო”-ს წარმომადგენლებმა 2012 წლიდან დღემდე გამოცემული ჟურნალები ვაკე-საბურთალოსა და ძველი თბილისის საგანმანათლებლო რესურსცენტრებს გადასცეს. პროექტის მიზანია საჯარო სკოლის მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება ნებისმიერი საბუნებისმეტყველო, ისტორიული თუ სოციალური და ეკონომიკური მეცნიერებების, აგრეთვე ტექნოლოგიების სფეროებში. “National Geographic საქართველო” უმაღლესი დონის ფოტოგრაფიის თანხლებით სახალისოდ მოგითხრობთ ძალიან საინტერესო ამბებს ისეთი სფეროებიდან როგორიცაა, ისტორია, არქეოლოგია, ანთროპოლოგია/ეთნოგრაფია, რელიგიათმცოდნეობა, ახალი ტექნოლოგიები, მედიცინა, ბიოლოგია, ფიზიკა, ასტრონომია/ასტროფიზიკა, გეოგრაფია, მეტეოროლოგია/კლიმატი, გეოლოგია, ველური ბუნება და არქიტექტურა.