ახალციხის უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელი გაიხსნა

მიმდინარე წლის ნოემბერში გაიხსნა სსიპ “ახალციხის სასწავლო უნივერსიტეტი”-ს საერთო საცხოვრებელი, სადაც სრულიად უსასყიდლოდ შეძლებენ ცხოვრებას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული სტუდენტები, რაც გააორმაგებს სწავლის ხელმისაწვდომლობას. საერთო საცხოვრებელი გათვლილია 200 სტუდენტზე, შენობა ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების  მქონე პირთათვის. ახალციხეში თანამედროვე სტანდარტების საერთო საცხოვრებლის არსებობა ხელს შეუწყობს სხვა ქალაქებიდან მოწვეული პროფესორ-მასწავლებლებისთვისაც საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას. ახალციხის უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის გარდა, სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“-მ რეაბილიტაცია ასევე ჩაუტარა ზუგდიდის „შ. მესხიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი“-ს საერთო საცხოვრებელს, ამასთან პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მიმდინარეობს თბილისში სტუდენტურ საერთო საცხოვრებლის მშენებლობა, რომლის დასრულებაც 2016 წლის გაზაფხულზე იგეგმება.