მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია!

წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება დაიწყო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითრების სააგენტომ წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება დაიწყო.

ქალაქ თბილისის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეებს,  რომლებმაც  საბაზო საფეხური  წარმატებით დაასრულეს, პორტაბელური  კომპიუტერები გადაეცა. აღნიშნული პროგრამა 2009 წლიდან წარმატებით ხორციელდება  პროგრამა „ ჩემი პირველი კომპიუტერი“-ს ფარგლებში.

საქართველოს მასშტაბით წარჩინებულ მოსწავლეთა რაოდენობა 2016-2017 სასწავლო წელს 2557-ია. აღსანიშნავია, რომ დაჯილდოებულ მოსწავლეთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება.

 

 

► 2015-2016 წლებში დაჯილდოვდა 2470 მოსწავლე;
► 2014-2015 წლებში დაჯილდოვდა 1970 მოსწავლე;
► 2013-2014 წლებში დაჯილდოვდა 1629 მოსწავლე;
► 2012-2013 წლებში დაჯილდოვდა 1468 მოსწავლე

დაჯილდოების პროცესი გრძელდება და უახლოეს მომავალში კომპიუტერს ყველა ბენეფიციარი მიიღებს.