მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია!

ქალაქ ხაშურის №1 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სსიპ- საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს  ქალაქ ხაშურის №1 საჯარო სკოლის  ერთ ფლიგელში. სარემონტო სამუშაოების  ფარგლებში შეიცვლება   სკოლის სახურავი,  კარ-ფანჯარა და ელექტროობა. სკოლაში ასევე მოეწყობა ცენტრალური გათბობა და გარემონტდება საკლასო ოთახები.