მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია!

ქალაქ კასპის პროფესიული სასწავლებლის სასწავლო შენობის მშენებლობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა

სსიპ- საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტუქტურის განვითარების სააგენტომ მიმდინარე წლის 10 ნოემბერს გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი ქალაქ კასპის პროფესიული სასწავლებლის სასწავლო შენობის მშენებლობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება განისაზღვრება 3`678`760.00 ლარით.
წინადადებების მიღება იწყება 2017 წლის 29 ნოემბერს და მთავრდება 2017 წლის 4 დეკემბერს 13:30 საათზე. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაწვრილებითი ინფორმაცია მიიღონ სახელმწიფო შესყიდვების ვებ-გვერდზე- http://procurement.gov.ge/